რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს გამჭირვალეობის უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფას, საინტერესოა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი “ხალხის ძალის” მიერ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირების საკითხს აფასებს.

მისი თქმით, პოზიცია ინიციატივის განხილვის შემდეგ იქნება ჩამოყალიბებული.

„ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს გამჭირვალეობის უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფას, არის საინტერესო. ცხადია, ჩვენ განვიხილავთ „ხალხის ძალის“ ინიციატივას და კონკრეტული პოზიცია უკვე ამის შემდეგ გვექნება ჩამოყალიბებული. რაც შეეხება ოპოზიციის რიტორიკას, როდესაც ისინი ამ ინიციატივის რუსულ წყაროებზე საუბრობენ, უპრიანი იქნება, იმ რუბლებზე ილაპარაკონ, რომელსაც მათი ლიდერები პირდაპირ იღებენ რუსეთისგან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები