ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდა იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანასა და რეგიონში იარსებებს სტაბილურობა და კეთილდღეობა
საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდა იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანასქ და რეგიონში იარსებებს სტაბილურობა და კეთილდღეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე” წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მსოფლიოს მთავრობათა სამიტში მონაწილეობისას განიხილეს საქართველოს პოლიტიკა არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად.
„არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მონაწილეობა მივიღე მსოფლიოს მთავრობათა სამიტში და განვიხილე საქართველოს პოლიტიკა არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად. თან წარმოვაჩინე ჩვენი მიღწევები და მთავარი პრიორიტეტები. საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდა იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანაში და რეგიონში იარსებებს სტაბილურობა და კეთილდღეობა”, – აღნიშნავს პრემიერი.
Participated in a session at @WorldGovSummit in 🇦🇪. Discussed 🇬🇪's policies to address existing challenges, achievements and main priorities. Current econ growth in 🇬🇪 is a prerequisite for stability & prosperity to region & beyond. #WorldGovSummit pic.twitter.com/MVhLxfENfc
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) February 13, 2023