თურქეთში მიწისძვრას კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა
თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ქალაქ ისქენდერუნში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით, ცხედარი უკვე პროზექტურაშია გადასვენებული.
ცნობისთვის, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას, რომელიც 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და მასშტაბური ნგრევა მოჰყვა, საქართველოს 3 მოქალაქე ემსხვერპლა.