სოფო ჯაფარიძე: დღევანდელი აქციები უფრო აქცია აქციისთვის არის, ვიდრე აქცია შედეგისთვის
დღევანდელი აქციები, ჩემი გადმოსახედიდან, უფრო აქცია აქციისთვის არის, ვიდრე აქცია შედეგისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
„დღევანდელი აქციები, ჩემი გადმოსახედიდან, უფრო აქცია აქციისთვის არის, ვიდრე აქცია შედეგისთვის. ახალი თავმჯდომარე დაგვპირდა, რომ აქციები უნდა იყოს მრავალრიცხოვანი, მასშტაბური, თუ საჭირო იქნება ფიზიკურად დაიხსნის მიხეილ სააკაშვილის და ამის მოლოდინი უფრო მეტად მაქვს“, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ბოიკოტის პარალელურად აქციებს მართავს.