მამუკა მდინარაძე – სააკაშვილზე: ახლა ოროთახიან ლუქსში რომ არის მოთავსებული და ყველა თან ჰყვება, ეხვეწება, მეტი კალორაჟი მიიღეო, თუ ეს მკვლელობა და წამებაა, მაშინ მკვლელობასა და წამებას სხვა სიტყვები უნდა შევურჩიოთ

“ახლა ოროთახიან ლუქსში რომ არის მოთავსებული და ყველა თან ჰყვება, ეხვეწება, ამდენი საჭმელი ცოტა დაგასუსტებს და არ დასუსტდე, იქნებ, მეტი კალორაჟი მიიღეო, თუ ეს მკვლელობა და წამებაა, მაშინ მკვლელობასა და წამებას სხვა სიტყვები უნდა შევურჩიოთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის სისტემურ დანაშაულში უშუალოდ იყო ჩართული.

„სისტემური დანაშაულის თავში თქვენ ხომ არ იდექით?! რომელიმე რიგითი ადამიანი ხომ არ იდგა?! ამ სისტემური დანაშაულის მწვერვალზე იყო მიხეილ სააკაშვილი. უშუალოდ იყო ჩართული, სხვაგვარად მის წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერანაირად ვერ იქნებოდა, რომელიც სამართალდამცველ ორგანოებს საშუალებას მისცემდა, მიმ მიმართ საქმე გამოეძიებინათ, მტკიცებულებებით გაემაგრებინათ და შემდეგ სასამართლოს გაესამართლებინა. სხვაგვარად ვერ მოხდებოდა, ის რომ არ ყოფილიყო ამ სისტემურ დანაშაულში უშუალოდ ჩართული. ამ უშუალობას თუ გამოვრიცხავთ, ყველაფერი მის კისერზეა, თითოეული მკვლელობა და წამება, რაც მაშინ იყო ჩადენილი, ოღონდ იქ მტკიცებულებები არ არსებობს. სისტემა კი შექმნა, მაგრამ იმაზე რატომ ვერ სამართლდება იცით, კონკრეტულად ვაზაგაშვილზე, მაგალითად, სისტემის თავში კი იყო, მაგრამ უშუალოდ ჩართულობა არ იყო და არ არის ამის მამტკიცებელი, მაღალი სტანდარტით დოკუმენტები. სხვაგვარად, მასზეც გასამართლდებოდა. რაზეც უშუალოდ იყო ჩართული იმაზე გასამართლდა და ახლა ესენი ამბობენ, ამნისტია თუ არ შეეხება, ესე იგი გეშინიათო. წარმოიდგინეთ, რა ლოგიკაა”,- აცხადებს მდინარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები