„ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავს
„ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანაა. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და უკრაინის დროშები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.