მაშველებმა კაჰრამანმარასში, ნანგრევებში გატარებული 40 საათის შემდეგ, ორსული ქალი ამოიყვანეს

თურქეთში მაშველებმა ნანგრევებიდან, მიწისძვრიდან 40 საათის შემდეგ მე-9 თვეში მყოფი ფეხმძიმე ქალი, ნეჰირ ილკოვა ამოიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

ბოლო მონაცემით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 7108-მდე გაიზარდა, ასევე, 40 910-მდეა გაზრდილი დაშავებულთა რაოდენობა.

მაშველებმა ნანგრევებიდან 8 ათასზე მეტი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები