ლინკოლნ მიტჩელი: ის, რაც ყოველდღიურად ხდება აშშ-ის საპატიმრო სისტემაში, ბევრად უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ის, რისი ატანაც სააკაშვილს უწევს

Sipa/Saltzman Inst holds a Book Panel: "San Francisco Year Zero" with author Lincoln Mitchell, Frank Guridy and Jennifer Blowdryer. Moderated by Ester Fuchs.

ის, რაც ყოველდღიურად ხდება აშშ-ის საპატიმრო სისტემაში, ბევრად უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ის, რისი ატანაც სააკაშვილს უწევს, – ამის შესახებ ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი სოციალურ ქსელში წერს.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ მოკვდება. ეს ადამიანური ტრაგედია იქნება და პოლიტიკურ ჭრილში საქართველოში არასტაბილურობა შეიძლება დააჩქაროს. თუმცა, ნებისმიერი ამერიკელი, რომელიც თავგამოდებით ლექციას უკითხავს თბილისს, მაგრამ ამავდროულად ნებისმიერი, ვინც ხმას არ იღებს ამერიკის დამსჯელი სისტემის ძალადობის, ძალმომრეობისა და საშინელებების შესახებ, არ შეიძლება სერიოზულად იქნეს აღქმული. ეს არ არის სიტყვის შებრუნება. ის, რაც ყოველდღიურად ხდება აშშ-ის საპატიმრო სისტემაში, ბევრად უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ის, რისი ატანაც სააკაშვილს უწევს“, – წერს ლინკოლნ მიტჩელი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები