სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1712-მდეა გაზრდილი

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სირიაში დაღუპულთა რიცხვი 1712-მდე გაიზარდა.

CNN-ი “თეთრი ჩაფხუტების”, ასევე, სირიის სამოქალაქო თავდაცვად ცნობილ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგების შედეგად 900-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით კი, სირიის რეჟიმის მიერ კონტროლირებად რაიონებში დაღუპულთა რიცხვი 812-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები