თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, შეზღუდვა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. შეზღუდვა შეეხებათ: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე საბურთალოს რაიონში ცაგარელის, მიცკევიჩის, შმიდტის, საირმის და მიმდებარე ქუჩების 648 აბონენტს შეეხება. 10:00-დან 15:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება დაბა ახალდაბის 108 აბონენტს.
ქვესადგურ “ავშნიანში” გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის ა, II, III , IIIა, V, VI მიკრორაიონების, ვეკუას, ქერჩის, თიანეთის და ხიზაბავრის ქუჩების 11 201 აბონენტს. 11:00-დან 18:00 საათამდე ელქტრომომარაგება შეუწყდება გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მოსულიშვილის და მიმდებარე ქუჩების 183 აბონენტს, ხოლო 11:00-დან 17:00 გლდანის მასივის IIIა და V მიკრორაიონების 907 აბონენტს.
10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ჩარგლის, თიანეთის, სამღერეთის, ინტერნატის, ფილიას და მიმდებარე ქუჩების 473 აბონენტს, ასევე, საავიაციო ქარხნის II დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის და მიმდებარე ქუჩების 615 აბონენტს. 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), კრილოვის და მიმდებარე ქუჩების 333 აბონენტს შეუწყდება. 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ამაღლების, ჯორჯაძის, იაშვილის, ასათიანის, ნაკაშიძის, ჩახრუხძის, ავლევის, ტყავის, შარდენის და მიმდებარე ქუჩების 774 აბონენტს, ასევე, 10:00-დან 18:00 საათამდე მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის და ქინძმარაულის ქუჩის 2477 აბონენტს. “თელასი” მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.