დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პარლამენტის წევრის, ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პარლამენტის წევრის, ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ვახტანგ კიკაბიძესთან დაკავშირებული ემოცია საზოგადოებას დიდხანს გაჰყვება.

„საგაზაფხულო სესიას ვიწყებთ ისე, რომ გამოგვაკლდა ერთი კოლეგა – ვახტანგ კიკაბიძე, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას ძალიან დააკლდა, ადამიანი, რომელთანაც ბევრი ჩვენგანის ემოცია არის დაკავშირებული და ეს ემოცია კიდევ დიდხანს გაჰყვება ჩვენს საზოგადოებას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები