ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით

“მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, რომ იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, კობახიძის თქმით, პატიმრებისთვის ყველა შესაბამისი სამედიცინო თუ სხვა მომსახურება უზრუნველყოფილია.

„ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები სააკაშვილს. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, ყველა შესაბამისი სამედიცინო თუ სხვა მომსახურება არის უზრუნველყოფილი ყველა პატიმრისთვის, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისთვის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ოჯახს და საახლობლო წრეს, მათი პასუხისმგებლობაა სათანადო კალორაჟის საკვების მიწოდება. გასაგებია გვესმის, რომ თვითონ სააკაშვილი ითხოვს დაბალი კალორაჟის საკვები შეუტანონ, მაგრამ ოჯახს აქვს პასუხისმგებლობა და მოვუწოდებთ, რომ იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები