თურქეთის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი, 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი, 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ქალაქ გოლბასის მახლობლად, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ამასთან, ევრო-ხმელთაშუა ზღვის სეისმურ ცენტრში (EMSC) აცხადებენ, რომ მიწისძვრის სიმძლავრემ 5.6 მაგნიტუდა შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4300-ს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები