“საავადმყოფოები გადავსებულია, პაციენტები დერეფნებშია განთავსებული” – ამერიკა-სირიის სამედიცინო საზოგადოება

სირიაში მიწისძვრის შემდეგ, საავადმყოფოებია გადავსებული, პაციენტები დერეფნებშია განთავსებული.

ამის შესახებ, ამერიკა-სირიის სამედიცინო საზოგადოებაზე (SAMS) დაყრდნობით, CNN-ი იტყობინება.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „არსებობს გადაუდებელი საჭიროება ტრავმატოლოგიურ მასალებში, ასევე, ყოვლისმომცველ სასწრაფო რეაგირებაში“.

”ბევრი საავადმყოფო გადატვირთულია, მაგრამ ზოგიერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაწესებულებიდან, მათ შორის, ალ დანას საავადმყოფოდან, პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც შენობა მიწისძვრის შედეგად დაზიანდა. ანალოგიურად, იდლიბის სამშობიაროდან პაციენტები ახლოს მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – ხაზგასმულია ინფორმაციაში.

SAMS-ის პრეზიდენტმა, დოქტორმა ამჯად რასმა თქვა, რომ ორგანიზაცია დაშავებულებს იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები