გიორგი ვოლსკი – „ნაცმოძრაობაზე“: არ შეიძლება, არსებობდეს და წარმატებული იყოს პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთადერთ მიზნად ისახავს ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლას

მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანას ოპოზიციური ძალა, რომელიც პოლიტიკური პარტიიდან რევოლუციურ კომიტეტად გარდაიქმნა – არ აწყობს.

მისივე თქმით, არ შეიძლება, არსებობდეს და წარმატებული იყოს პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთადერთ მიზნად ისახავს ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლას.

“ძალიან მახინჯია შეხედულება, როცა საუბარია პოლიტიკური ძალის გამარჯვებაზე ან დამარცხებაზე – საქართველოს აწყობს ისეთი მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც პოლიტიკური პარტიიდან რევოლუციურ კომიტეტად გარდაიქმნა? რასაკვირველია, არ აწყობს. რაც უფრო აშკარა გახდება „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის დაშლა, ეს იქნება არა „ქართული ოცნების“ უპირატესობა, არამედ საქართველოსთვის მომგებიანი. არ შეიძლება, არსებობდეს და წარმატებული იყოს პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთადერთ მიზნად ისახავს ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები