სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ახალი სამსახურებრივი ფორმები გადაეცათ
“სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს თანამშრომელთა სამუშაო და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას. ამ მიზნით, პენიტენციურმა სამსახურმა პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ახალი სამსახურებრივი ფორმები შეიძინა”,- ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, უახლოეს პერიოდში ახალი ფორმების სრულ კომპლექტს პენიტენციური დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი მიიღებს.
უწყების ინფორმაციით, პენიტენციური სამსახური თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.