პაკისტანში, ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა, 200-ზე მეტი დაშავდა, 100-მდე პირი მკურნალობას აგრძელებს, დანარჩენები უკვე გაწერილნი არიან.
ამის შესახებ პაკისტანის სახელმწიფო რადიო პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
ხეიბერ-პახტუნხვას პროვინციის ხელმძღვანელმა, მუჰამედ აზამ ხანმა მთელ რეგიონში ერთდღიანი გლოვა გამოაცხადა.
პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.