ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული Challenger 2-ის ტანკები ფრონტის ხაზზე ზაფხულამდე იქნებიან, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა.
„ეს იქნება ზაფხულამდე. მაისისთვის, ალბათ, აღდგომისთვის“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მანვე დასძინა, რომ უსაფრთხოების მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს უკრაინული ჯარის ტანკების მომზადების განრიგს და თქვა, რომ წვრთნები დაიწყება მანქანების ინდივიდუალური კონტროლის წვრთნით.