UNDP პროგრამის „დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბორჯომში UNDP პროგრამის „დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პროექტის „ადგილობრივი, საჯარო და სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა მოეწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური დაესწრნენ. სამუშაო შეხვედრაზე მოეწყო დისკუსია, სადაც ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების, სექტორთშორისი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.

პროექტს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობების გაზრდას ითვალისწინებს და ის ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები