ირანში აზერბაიჯანის საელჩომ მუშაობა შეაჩერა

ირანში აზერბაიჯანის საელჩოს ყველა თანამშრომელი ევაკუირებულია, თეირანში დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საქმიანობა სრულად შეაჩერა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხალაფ ხალაფოვმა განუცხადა.

“ჩვენ სრულიად შევაჩერეთ საელჩოს დიპლომატიური საქმიანობა. საელჩოს ადმინისტრაციული შენობისა და ქონების დაცვასთან დაკავშირებით, იქ ხუთი ადამიანი რჩება. საელჩოში დარჩენილები დიპლომატიურ საქმიანობას არ აწარმოებენ”, – განაცხადა ხალაფოვმა.

27 იანვარს თეირანში მდებარე, აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რომლის დროს დაცვის სამსახურის უფროს მოკლეს, ორი პირი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები