ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არსებობს ისტორიული კავშირები ქართველებსა და ბასკებს შორის; ამ კავშირებით ქართველები ძალიან ვამაყობთ

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არსებობს ისტორიული კავშირები ქართველებსა და ბასკებს შორის. ამ კავშირებით ქართველები ძალიან ვამაყობთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბილბაოში განაცხადა, სადაც ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდოს მიანიჭეს.

„გვაქვს კულტურული მსგავსება, ენებს შორის მსგავსება და ეს გვიბიძგებს ურთიერთობების განვითარებას. ბოლო წლებში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. ეს ეხება განათლებას, კულტურისა და სპორტის სფეროს. მალე საქართველოში კულინარიული სასწავლებელიც გაიხსნება. მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობებიც. მიხარია რომ ჩემი წვლილიც არის ამ საქმეში და გადმომეცა საბინო არანას ჯილდო. ეს პრემია არის იმის აღმნიშვნელი, რომ ურთიერთობები ვითარდება“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები