უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დააჩქარონ.
Sky News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ პარტნიორებს სთხოვა შეემცირებინათ ინტერვალი ტანკების მიწოდების გადაწყვეტილების მიღებასა და უკრაინისათვის მათ რეალურ გადაცემას შორის.
„ტანკების რაოდენობა და დრო, როდესაც მათ შეუძლიათ ჩვენამდე მოაღწიონ, განუყოფელ და უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, იარაღის ნაწილი, რომლის მიწოდებასაც პარტნიორები ქვეყანას დაპირდნენ, უკვე უკრაინაშია, მაგრამ ნაწილი ჯერ კიდევ არ მიუღიათ.