GWP-ის ინფორმაციით, ნაძალადევის, ჩუღურეთისა და გლდანის მოსახლეობისთვის წყლის აღდგენის დრომ 23:00 საათამდე გადაიწია
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ნაძალადევის, ჩუღურეთისა და გლდანის მოსახლეობისთვის წყლის აღდგენის დრომ 23:00 საათამდე გადაიწია. ამის შესახებ კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება.
“ნაძალადევის რაიონში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ღრმაღელეს სათავე ნაგებობაზე, წყალსადენის მაგისტრალური ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 27 იანვრის საღამოს 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
ნაძალადევის რაიონში – სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, დადიანის ქუჩის ნაწილს, დადიანის II მიკრორაიონს, ზღვის უბნის III მიკრორაიონის ნაწილს, ზღვის უბნის XI მიკრორაიონის ნაწილს, ზღვის უბნის IV, IX, X, Xა Xბ კვარტლებს, სარაჯიშვილის, ჩარგლის, ჟინვალის, გვაზაურის, ნიკო მარის, ურიდიას, ქსნის, ჭყონდიდელის, ცისარტყელას, მახინჯაურის, რკინიგზის, კახიანის, ვეშაპურის, ხიმშიაშვილის, ლიახვის, იმერეთის, მესხიშვილის, გეგუთის, სვირის, მირზაანის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, ლოტკინის მთის, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, ახალ მოწამეთას, ტიბაანის, შენგელაიას, ნაგომარის და მიმდებარე ქუჩებს, ივერთუბნის დასახლებას.
ჩუღურეთის რაიონში – მეუნარგიას და ზაზიშვილის ქუჩებს.
გლდანის რაიონში – გლდანის „ა“ I, II, III, IV, მიკრორაიონებს, შეშელიძის, ვეკუას, გმირ კურსანტთა, ქერჩი, ვართაგავა, ვასაძის, მორეტის, ბოჭორიშვილის, ხიზაბავრის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, მეგობრობის, უცნობ გმირთა და ანაპის დივიზიის 414 დივიზიის ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილს.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, “ფეისბუქისა“ და ვებ-გვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.