ზურაბ ჩხაიძე: ყველა ის თანამშრომელი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა სააკაშვილთან, კოვიდზე გაიტესტა და ყველას პასუხი იყო უარყოფითი

პირველივე დღეს, როგორც კი დადასტურდა პაციენტთან [მიხეილ სააკაშვილი] კოვიდინფექცია, მაშინვე საქმის კურსში ჩავაყენეთ ეპიდემიოლოგიური სამსახური. მათ მიერ იქნა მოძიებული ყველა კონტაქტი. ყველა ის თანამშრომელი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა პაციენტთან, გაიტესტა და ყველას პასუხი იყო უარყოფითი, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ადვოკატები „ვივამედში“ არ მისულან გასატესტად.

„ამ ჩამონათვალში შედიოდნენ ადვოკატები, რომლებიც წინა დღეებში იყვნენ ნამყოფი პაციენტთან. ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა გააფრთხილა ადვოკატები, წერილიც გაიგზავნა ოფიციალურად, რომ მობრძანებულიყვნენ და ჩაებარებინათ ტესტი, ან მოეტანათ ტესტის პასუხი. დღეს ვიგებთ, რომ ბატონ ხაჭაპურიძეს ჩაუბარებია სადღაც ტესტი. როგორც თვითონ აცხადებს, არ ენდო ჩვენს კლინიკას. სხვა ადვოკატი არ გამოცხადებულა ტესტირებაზე და არც პისიარტესტის პასუხი ვიცით.

ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ჩააბარა ნარკოტესტიც და კოვიდტესტიც, რადგან თვითონ წამოსწია ეს საკითხი, ნარკოტესტზე მოწოდება დაახლოებით თვენახევრის წინ იყო და რატომღაც დღეს გაახსენდა ჩაბარება. შეეძლო კიდევ უფრო გვიან ჩაებარებინა და კიდევ უფრო უკეთეს შედეგს მიიღებდა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები