მოსკოვის გაფრთხილება – “ლეოპარდისთვის” ურანით დატვირთული ჭურვების მიწოდება, “ბინძური ბომბების” გამოყენების ტოლფასია

“კიევისთვის ურანის შემცველი ჭურვების მიწოდებას, მოსკოვი “ბინძური ბირთვული ბომბების” გამოყენებად განიხილავს”, – განაცხადა ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებზე, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე გავროლოვმა.

“კიევის სამხედრო მანქანის დასავლელ სპონსორებს ვაფთხილებთ, შეეშვან ბირთვული პროვოკაციებისა და შანტაჟის წახალისებას. ჩვენთვის ცნობილია, რომ ​”ლეოპარდ 2” ტანკი, ისევე როგორც ჯავშანმანქანები “ბრედლი” და “მარდერი”, აღჭურვილი არიან ურანის ბირთვიანი ჯავშანსატანკო ჭურვებით, რომელთა გამოყენება გამოიწვევს ტერიტორიის დაბინძურებას, როგორც ეს იუგოსლავიასა და ერაყში მოხდა. კიევისთვის ასეთი ჭურვების მიწოდებისას, განვიხილავთ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ ბინძური-ბირთვული ბომბის გამოყენებას, რასაც შედეგი მოჰყვება”,- თქვა მან.

მისი თქმით, ნატომ, შეერთებული შტატების მეთაურობით, “აიძულეს” გერმანია დათანხმებულიყო გერმანული ტანკების მიწოდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები