სამტრედიაში ძველი ინდუსტრიული ზონის მოწესრიგება მიმდინარეობს

dav

სამტრედიაში, გრიბოედოვის ქუჩაზე გზის და მიმდებარედ არსებული არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ასევე ხდება ტერიტორიის მყარი ნარჩენებისგან გასუფთავება.

აღნიშნული ტერიტორია ყოფილ ინდუსტრიულ ზონას წარმოადგენს. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ტერიტორიის რეაბილიტაციით საინვესტიციო პოტენციალი გაუმჯობესდება და იმედოვნებენ, რომ ინვესტორები აღნიშნული ლოკაციით დაინტერესდებიან.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თედორაძესთან ერთად დაათვალიერა.

“აღნიშნული ადგილი ადრე მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ზონას წარმოადგენდა. ჩვენი მიზანია, რომ ეს ადგილი კვლავ გავხადოთ ინვესტორებისთვის მიმზიდველი და დაუბრუნდეს ძველ ფუნქციას”, – თქვა დავით ბახტაძემ.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზები” ასრულებს.

სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები