ძმებ კაკულიების საქმის მთავარმა მოწმეებმა ჩვენება შეცვალეს – ისინი ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვენ

არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე დაზარალებულებმა ჩვენება შეცვალეს. სერგი ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილი ამტკიცებენ, რომ ძმებ კაკულიებს ბავშვობიდან იცნობდნენ და მათი მისამართით ძმებს არ უსვრიათ.

სასამართლოზე დღეს ორივე მთავარმა მოწმემ, ძმების გათავისუფლება მოითხოვა.

კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც.

შეგახსენებთ, ძმები, გურამ და დავით კაკულიები გასული წლის მაისში დააკავეს. მათ ბრალად ედებათ სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები