ბერლინის აეროპორტში გაფიცვის გამო 300 რეისი გაუქმდა ან გადაიდო

ბერლინი-ბრანდენბურგის აეროპორტში დღეისთვის დაგეგმილი ყველა სამგზავრო რეისი გაუქმდა ან გადაიდო.

ამის მიზეზი თანამშრომლების გაფიცვა გახდა, წერს Deutche Welle.

აღნიშნულია, რომ დღეს აეროპორტიდან 300 რეისი უნდა შესრულებულიყო.

გაფიცვა 35 000-მდე მგზავრს შეეხება.

დაგეგმილი გაფიცვა ადგილობრივი დროით 03:30 საათზე დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

თანამშრომლების გაფიცვა შრომის ანაზღაურებას უკავშირდება. პროფკავშირი Verdi ითხოვს, რომ ანაზღაურება კოლექტიური შეთანხმების ფარგლებში, 12 თვის განმავლობაში თვეში 500 ევროთი გაიზარდოს. თუმცა, მოლაპარაკებების დროს დამსაქმებლებმა გაცილებით ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმების წინადადებით გამოვიდა.

Lufthansa-ს ხელმძღვანელმა კარსტენ სპოჰრმა გაფიცვა, რომელშიც 1500-მდე თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას, გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები