საგარეჯოში სროლისას დაჭრილი ერთი პაციენტი კლინიკიდან გაწერეს – მეორის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი ერთი პაციენტი “ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკიდან გაწერეს.

კლინიკის ექიმის თქმით, კიდევ ერთი პაციენტის გაწერა უახლოეს დღეებში იგეგმება.

მამუკა ოთიაშვილის თქმით, კვლავ მძიმეა 24 წლის გიორგი კიკნაძის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია და მართვით სუნთქვაზე რჩება.

“გიორგი კიკნაძე განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. მართვით სუნთქვაზეა, ამ ეტაპზე რჩება მძიმე მდგომარეობაში. ერთი პაციენტი გაეწერა, ერთი განაგრძობს და იგეგმება ამ პაციენტის კლინიკიდან გაწერა”, – ამბობს ოთიაშვილი.

შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, ყოფილმა სამხედრომ ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, დაშავდა ამდენივე. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით – დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები