უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცხადებული საკადრო ცვლილებების ფარგლებში 5 რეგიონის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
კერძოდ, პოსტებიდან გათავიფლებულია დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო;
ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი; კიევის ოლქის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება; სუმის რეგიონის ხელმძღვანელი, დიმიტრი ჟივიცკი; და ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი.
დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ თანამდებობიდან უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და გენერალური პროკურორის მოადგილე გაათავისუფლეს. ასევე პოსტის დატოვების შესახებ განცხადება ზელენსკის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ დაწერა.