კასპში, სოფელ დოესში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარი კასპის მუნიციპალიტეტში – ცეცხლი სოფელ დოესში საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა. დაიღუპა ერთი ადამიანი.
59 წლის კაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა მიღებული.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები