საგარეჯოში სროლისას დაშავებულებიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” ექიმების ინფორმაციით, ამ დრომდე მძიმეა 24 წლის გიორგი კიკნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე რჩება.
მას ქირურგიული ოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა, ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის და კიდურების არეში აქვს მიყენებული.

კიდევ ორ პაციენტს, უახლოეს დღეებში გაწერენ.

შეგახსენებთ, 20 იანვარს საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა – ამდენივე. სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თავდამსხმელმაც, ყოფილმა სამხედრომ ნოდარ ათუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები