რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ჩასივ იარი დაბომბეს, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი დაიჭრა.
ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, პაველ კირილენკომ ტელეგრამში დაწერა.
მისი ინფორმაციით, ოკუპანტებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან საცხოვრებელი რაიონი დაბომბეს.
სულ მცირე 9 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა, შეწყდა ელექტროენერგიის და გაზის მიწოდება.
“ფაქტობრივად, მთელი მიკრორაიონი დარჩა ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე. რუსები მიზანმიმართულად ატერორებენ და ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. და ეს მათ ძვირად დაუჯდებათ”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.