ხულოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ წაბლანაში 5-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის სავარაუდო მიზეზი სახლის ძველი ელექტროგაყვანილობა გახდა.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები