უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მობილიზაციის ბოლო ეტაპზე რუსეთმა სამხედრო სამსახურში 315 000 კაცი გამოიძახა

უკრაინის დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა სამხედრო სამსახურში 315 000 კაცის მობილიზება მოახდინა.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, რომ სამიზნე 300 000 კაცი იყო, სამობილიზაციო ტალღა ამ დრომდე გრძელდება.

„დღეს მოსკოვში, ჩვენი შეფასებით, არა 300 000, არამედ 315 000 კაცი შეიყვანეს. ისინი ახლა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის მორიგ ტალღას აწარმოებენ. ომის ასეთი ტემპით, იქ უბრალოდ შრომისუნარიანი მამრობითი სქესის მოსახლეობა არ დარჩება“, – განაცხადა დაზვერვის მაღალჩინოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები