ნორვეგიაში “ვაგნერის” ყოფილი მეთაური დააკავეს – ანდრეი მედვედევს რუსეთში დეპორტაციის ეშინია

ნორვეგიის პოლიციამ “ვაგნერის” ყოფილი მეთაური, ანდრეი მედვედევი დააკავა, რომელიც ცოტა ხნის წინ, სკანდინავიის ქვეყანაში გაიქცა, და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

ამის შესახებ ნორვეგიის ეროვნული მაუწყებელი NRK-ი, იმიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნულია, რომ მედვედევი საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად დააკავეს. მედვედევი დაკითხეს.

ნორვეგიის პოლიციის ცნობით, ამჟამად წყდება საკითხი, არსებობს თუ არა საფუძველი ქვეყანაში მისი დატოვების შესახებ, ამასთან, ნორვეგიის ხელისუფლება მედვედევის, შესაძლო დეპორტაციას არ ადასტურებს.

BBC-ს ცნობით, მედვედევმა ჩვენება მისცა იმ სისასტიკის შესახებ, რომლებსაც, მისი თქმით, უკრაინაში “ვაგნერის” დაქირავებულები ჩადიან, მათგან ბევრი სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა.

მედვედევი ამბობს, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში შიშობს, რომ მოკლავენ. მისი უფლებადამცველები ასევე თვლიან, რომ რუსეთში ის შეიძლება სიცოცხლეს გამოასალმონ.

26 წლის ანდრეი მედვედევი ნორვეგიაში 13 იანვარს ჩავიდა. 16 იანვარს ნორვეგიის საიმიგრაციო ორგანომ დაადასტურა, რომ მან ქვეყანაში თავშესაფარი მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები