“სასოწარკვეთის ნიშანია” – ლიეტუვის საგარეო უწყება რუსეთიდან ესტონეთის ელჩის გაძევებას გამოეხმაურა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ ქვეყნიდან ესტონეთის ელჩის გაძევებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უსაფუძვლო და გაუმართლებელია.
ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
“სრული სოლიდარობა ჩვენს ესტონელ მეგობრებს და მოკავშირეებს. დაცული უნდა იყოს პარიტეტის პრინციპი, რომელიც ესტონეთმა სთხოვა რუსეთს. კრემლის ბოლო გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, ესტონეთის ელჩის გაძევების შესახებ, სასოწარკვეთის ნიშანია”, – ნათქვამია განცხადებაში.
ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად, რუსეთთან, დიპლომატიური ურთიერთობას ბალტიისპირეთის ერთი ქვეყანა – ლატვია ამცირებს.
რუსეთის საგარეო უწყების გადაწყვეტილება ქვეყანაში ესტონეთის ელჩს დღეს ეცნობა, რომელმაც 7 თებერვლამდე უნდა დატოვოს. პარიტეტის პრინციპის დაცვით, ესტონეთმა ანალოგიური გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.