ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად, ლატვია რუსეთთან ურთიერთობას ამცირებს
რუსეთის მიერ ქვეყნიდან ესტონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის გაძევების ფონზე, მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებაზე განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა განაცხადა.
ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.
„უკრაინის წინააღმდეგ უხეშ რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით და ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად, ლატვია, 24 თებერვლიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებს და რუსეთისგან შესაბამის ქმედებებს მოითხოვს“, – განაცხადა მინისტრმა.