საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

 აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ნახიჩევანში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ალასანიამ, ზაკირ ჰასანოვმა და ისმეთ ილმაზმა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების გზებზეც იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთობლივი დაცვის საკითხებს დაეთმო. მინისტრებმა, ასევე აღნიშნეს, რომ გაღრმავებული თანამშრომლობა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების დაცვისკენ იქნება მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები