„სისხლიანი არწივი“ – არსებობდა თუ არა ვიკინგებისეული სიკვდილით დასჯა

კადრი სერიალიდან „ვიკინგები“

ისტორიები შუასაუკუნოვანი წამებისა და სიკვდილით დასჯის შესახებ ძალიან პოპულარულია. ზოგიერთი მათგანი სავსებით რეალურია, სხვები კი – საეჭვო. ერთ-ერთი საკამათო საკითხი ვიკინგების სიკვდილით დასჯის რიტუალი – „სისხლიანი არწივი“ – გახლავთ. ის იმდენად სასტიკია, რომ მისი არსებობა ყოველთვის ეჭვქვეშ იყო ბევრი ისტორიკოსისთვის. უკანასკნელი კვლევა მეცნიერებმა ისლანდიაში ჩაატარეს და დაამტკიცეს, რომ ეს რიტუალი შესაძლოა, მართლაც არსებობდა.

ძალიან დიდი ხნის მანძილზე „სისხლიანი არწივი“ ქრისტიანი მქადაგებლების მიერ მოგონილ საშიშ ისტორიებად ან სკანდინავიელების ზღაპრებად ითვლებოდა. ეს ეგზეკუცია, მიუხედავად მისი არსებობის საეჭვო ვითარებისა, მყარად არის შესული თანამედროვე მასობრივ კულტურაში. ამის დანახვა შესაძლებელია სერიალში „ვიკინგები“, საშინელებათა ფილმში „მიდსომარი“ და კომპიუტერულ თამაშში Assassin’s Creed Valhalla.

ძველ საგებში სიკვდილით დასჯა აღწერილი იყო, როგორც ძალიან სასტიკი და სანახაობრივი. ქრისტიანები საკმაოდ ხშირად იყენებდნენ „სისხლიან არწივს“ როგორც ბარბაროსობის და არაადამიანობის მაგალითს. კერძოდ, ასე მას ქრისტიანი ავტორი საქსონ გრამატიკი აღწერდა. სიკვდილით დასჯა იწყებოდა იმით, რომ სიკვდილმისჯილს ზურგით ზემოთ აფიქსირებდნენ. შემდეგ ბასრი იარაღით ზურგს ჭრიდნენ. კანისა და კუნთოვანი მასის გარდა, ამავდროულად იჭრებოდა ნეკნებიც. ამის შემდეგ ძვლების ამობრუნების პროცესი იწყებოდა. ნეკნები, რომლებიც ამობრუნებული იყო, ზურგიდან ფრთებივით ამოდიოდა, რამაც უშუალოდ მისცა სახელი სიკვდილით დასჯის ამ მეთოდს.

Blood Eagle: The Grisly Torture Method Of The Vikings

ექიმი მერფის კვლევა

მიუხედავად მრავალი ფაქტისა, მაინც ძალიან ბევრი მეცნიერი იყო, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა „სისხლიანი არწივის“ გამოყენების ფაქტს. ექიმმა ლიკ ჯონ მერფიმ, ისლანდიის უნივერსიტეტიდან, გადაწყვიტა, წერტილი დაესვა ამ ეჭვებისთვის და კვლევას შეუდგა. მას, პირველ რიგში, სამედიცინო ასპექტი აინტერესებდა. შესაძლებელია თუ არა ადამიანისთვის ასეთი ზიანის მიღება და მისი გადარჩება? რას გრძნობდა სიკვდილმისჯილი? რამდენად ძნელი იყო ასეთი ოპერაციის ჩატარება?

თავის თანამოაზრეებთან ერთად ექიმმა მიზანთან მიახლოება ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო. ადრე ითვლებოდა, რომ მსხვერპლის ნეკნებს დიდი დანით ან ნაჯახით ჭრიდნენ, მაგრამ საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ამ მიზნით გამოიყენებოდა ვიკინგების ტრადიციული ხმალი.

სასტიკი სიკვდილით დასჯის მორალური ასპექტები

ამ საკითხის საბოლოო დახურვისთვის ექიმმა ჯონ მერფიმ კვლევაში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩარია. მან სკანდინავიური ეთნოგრაფიის სპეციალისტები მოიწვია, რათა შეეფასებინათ, რამდენად ეწინააღმდეგება ვიკინგების პრინციპებსა და ტრადიციებს „სისხლიანი არწივი“. როგორც აღმოჩნდა, იმ სკანდინავიელებისთვის, ვინც იქ შუა საუკუნეებში ცხოვრობდა, ეს სავსებით ნორმალური იყო.

იმ დროს ძალიან უყვარდათ მტრის ცხედრების შეურაცხყოფა და ცდილობდნენ, სიკვდილით დასჯის რიტუალებით რაც შეიძლება მეტად სანახაობრივი გაეხადათ. ექიმი მერფის მუშაობის შედეგი ასეთი იყო:

„თუკი რიტუალი ოდესმე მაინც ჩატარებულა, ის ელიტის ძალის სადემონსტრაციოდ იყო. მთელი ეს ოპერაცია და ორგანოების ამოღება ორგანიზებული იყო, როგორც ე.წ. სისხლიანი დღესასწაული, მაგრამ დიდი ალბათობით, მსხვერპლი ყვირილს მაშინ შეწყვეტდა, როდესაც მას ზურგიდან კანს ააცლიდნენ“.

მერფიმ დაამატა, რომ ვიკინგები ხშირად მართავდნენ სისხლიან „დღესასწაულებს“ ადამიანებისა და ცხოველების მოკვლით, ამიტომ „სისხლიანი არწივი“ სულაც არ იყო მათთვის სასტიკი ან რაიმე პრინციპების დამრღვევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები