გიორგი ალადაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში, გვიან ღამით მომხდარი ტრაგედიის გამო

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში სამძიმრის ტექსტს აქვეყნებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში, გვიან ღამით მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც რამდენიმე ადგილობრივისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვიზიარებ ამ დიდ მწუხარებას და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ნათესავებსა და სრულიად საქართველოს. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გმირი პოლიციელის ოჯახს, ახლობლებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.

დაშავებულებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და ოჯახებში მშვიდობით დაბრუნებას,”- აღნიშნავს გიორგი ალადაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები