“ბავშვობიდან რაღაცები ახასიათებდა” – რას ჰყვებიან საგარეჯოში თავდამსხმელის ახლობლები

საგარეჯოში სროლის შედეგად მოკლულთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, მათ შორის არის ყოფილი სამხედროც, ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც მეზობლებს, ადგილზე მისულ ექიმებსა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.

შემთხვევის ადგილზე შეკრებილები არიან დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები. ადგილზე იმყოფებიან თავდამსხმელის ახლობლებიც.

როგორც გაირკვა, ნოდარ ათუაშვილი სოფელ მანავიდან იყო, სადაც საცხოვრებელი სახლი 5 წლის წინ გაყიდა და საგარეჯოში გადავიდა. როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ის ყოველთვის კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა და ფაქტობრივად მათ არასდროს ეკონტაქტებოდა.

“ბავშვობიდან რაღაცები ახასიათებდა, მარტო გამარჯობას იძახდა და გარეთ არ გამოდიოდა. არავისთან ურთიერთობა არ ჰქონდა,” – ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

ცნობისთვის, წუხელ გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები