რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ომი განწირულია მარცხისთვის, ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს დაეხმაროს უკრაინას ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს უფრო მეტია, ვიდრე ომი, ეს არის სისტემატური განადგურების სტრატეგია, რომ გაიძულოთ დამორჩილდეთ, გაიძულოთ თქვენი ქვეყანა ვასალურ სახელმწიფოს პოზიციაში იყო. რუსეთი განწირულია მარცხისთვის. უკრაინელები ერთიანები, გამძლეები, მამაცები და სამართლიანად ამაყები არიან“, – აღნიშნა მიშელმა.
მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვებაში დაეხმარება.
„როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა 24 თებერვალს, მან მითხრა: „შარლ, ჩვენ გვჭირდება იარაღი, გვჭირდება საბრძოლო მასალა“. სამი დღის შემდეგ ჩვენ ოფიციალურად გადავწყვიტეთ – პირველად ევროკავშირის ისტორიაში – ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველსავე საათებსა და დღეებში ჩვენ უკრაინას მძიმე შეიარაღება გამოვუგზავნეთ. ამჟამად, მობილიზებულია სულ 11 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო მხარდაჭერა. გარდა ამისა, ვამზადებთ 15 000 ჯარისკაცს.
მომავალი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება. საჭიროა მეტი. მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მეტი დისტანციური რაკეტა და საბრძოლო მასალა და ყველაზე მეტად გჭირდებათ ტანკები“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
მანვე დასძინა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს რუსეთის იზოლაციისთვის.