დიდთოვლობის გამო მანჩესტერის აეროპორტმა ორივე ასაფრენი ბილიკი დახურა

დიდ ბრიტანეთში დიდთოვლობის გამო, მანჩესტერის აეროპორტმა ორივე ასაფრენი ბილიკი დროებით დახურა.

აეროპორტში განაცხადეს, რომ ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყოველთვის იქნება მათი მთავარი პრიორიტეტი და მგზავრებს ურჩევენ დაუკავშირდნენ ავიაკომპანიას ფრენებთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაციისთვის.

Sky News იტყობინება, რომ ბოლო რამდენიმე დღეა დიდ ბრიტანეთში თოვლისა და ყინულის გამო მეტეოროლოგებისგან მკაცრი გაფრთხილებებია.

ასე მაგალითად, დღეს, შუადღემდე მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

მოსალოდნელია, რომ ამინდი მცირედ გაუმჯობესებას 20 იანვარის დღის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები