“უკრაინელმა სამხედროებმა სოლედარი დატოვეს” – ბრიტანეთის დაზვერვა

16 იანვრის დღის ბოლოსთვის, უკრაინულმა არმიამ, მაღალი ალბათობით, სოლედარში პოზიციები დატოვა და თავდაცვის სხვა პოზიციაზე გამაგრდა.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.

“სოლედარი, როგორც ჩანს, რუსი სამხედროებისა და “ვაგნერის ჯგუფის” დაქირავებული მებრძოლების კონტროლის ქვეშ დარჩა, რომლებიც ქალაქში შეტევის მთავარ ხერხემალს წარმოადგენდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულია, რომ სოლედარზე რუსეთის შეტევა, ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევის გეგმის ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები