ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე 16 ადამიანია დაღუპული, მათ შორის ორი ბავშვია
ბოვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე 16 ადამიანია დაღუპული, მათ შორის ორი ბავშვია, დაღუპულთაგან 9 ბორტზე იმყოფებოდა.
ასევე, 22 ადამიანია საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 10 ბავშვია.
რაც შეეხება ვერტმფრენს მასში უკრაინის ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.
ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის, იგორ კლიმენკოს თქმით, “ავარიის შედეგად დაიღუპა შსს-ს ხელმძღვანელობა: მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი”.
ავიაკატსტროფას ემსხვერპლა უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე, ევგენი იენინი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი.
ინფორმაცია ზუსტდება.