“რუსეთის შეჭრას 9 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 453 ბავშვი ემსხვერპლა” – ერმაკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს მიმართა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 9 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, მათ შორის 453 ბავშვია.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს უთხრა, იტყობინება CNN-ი.

მისი თქმით, უკრაინაში ასევე დაფიქსირებულია 80 ათასი დანაშაული, რომელიც რუსი სამხედროების მიერ არის ჩადენილი.

„არ ვაპატიებთ მათ არცერთ წამებას ან წართმეულ სიცოცხლეს, არცერთ დანგრეულ სახლს, უკრაინელი ბავშვების არცერთ ცრემლს. ყველა დამნაშავე აგებს პასუხს“, – განაცხადა ერმაკმა.

მანვე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას შექმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას პასუხისმგებლობა დაეკისროს, რადგან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს არ აქვს შესაბამისი იურისდიქცია.

გარდა ამისა, ერმაკმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა შემუშავდეს ისეთი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს რუსული აქტივების კონფისკაციას, ომის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციის მიზნით.

„სამართლიანობის აღდგენის გარეშე არცერთი გამარჯვება არ იქნება სრული. ეს ნიშნავს, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და მათ მიერ მიყენებული ზარალიბიქნას ანაზღაურებული. აუცილებელია დანაშაულის განმეორების თავიდან აცილება“, – განაცხადა ერმაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები