გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა აღიარა, რომ დნიპროში კორპუსს რუსული რაკეტა მოხვდა

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ 14 იანვარს დნიპროში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს რუსული რაკეტა მოხვდა.

ამის შესახებ BBC წერს.

მისი თქმით, ეს მოხდა იმის გამო, რომ იგი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

„ქალაქის ინფრასტრუქტურული ობიექტის მიმართულებით გაშვებული რუსული რაკეტა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს“, – განაცხადა ნებენზიამ.

შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი ბავშვია, მათგან ყველაზე პატარა 11 თვის ჩვილი იყო.

კორპუსის დაბომბვიდან რამდენიმე საათში, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ ეს იყო რუსული X-22 რაკეტა, რომელიც Tu-22M3 ბომბდამშენიდან იყო გაშვებული.

თუმცა, უკრაინის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ მათ საჰაერო თავდაცვას რაკეტა არ ჩამოუგდია, რადგან ამ ტიპის რაკეტების ჩამოგდების სისტემები არ გააჩნიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები