ჰენრი კისინჯერი: უკრაინა ნატოში უნდა იყოს მიღებული
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მიმართ აზრი შეიცვალა და ახლა ფიქრობს, რომ ქვეყანა ნატოში უნდა იყოს მიღებული.
ამის შესახებ მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს ვიდეოკავშირით უთხრა.
აქამდე კისინჯერი უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს ემხრობოდა, და ამბობდა, რომ ის სამხედრო ალიანსებში არ უნდა შევიდეს.
„ვფიქრობ, ამჟამინდელ ვითარებაში ნეიტრალური სტატუსის იდეას აზრი არ აქვს”,- თქვა ყოფილმა დიპლომატმა.
99 წლის ჰენრი კისინჯერმა ასევე მოუწოდა მოსკოვთან დიალოგისკენ, დასავლეთსა და რუსეთს შორის ომის თავიდან აცილებისკენ და მხარი დაუჭირა იმას, რომ მომავალში, კრიზისის დაძლევის შემდეგ, მოსკოვს მიეცეს საერთაშორისო სისტემაში დაბრუნების შესაძლებლობა.
გასული წლის მაისის ბოლოს, კისინჯერმა შესთავაზა კიევს დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებს თუმცა მისი ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა.