უკრაინაში, რუსეთში გადაყვანილი 125 ბავშვის დაბრუნება მოხერხდა – უკრაინის ბავშთა უფლებების ომბუდსმენი

ომის დროს რუსეთში უკანონოდ გადაყვანილი 125 ბავშვის დაბრუნება მოხერხდა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ბავშვთა უფლებების ომბუდსმენმა, დარია გერასიმჩუკმა, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში პროექტის – “Ukraine is You”-ს გახსნის დროს თქვა.

„თითქმის 14 ათასი ბავშვის მონაცემების იდენტიფიცირება და გადამოწმება შევძელით, რომლებიც რუსული არმიის მიერ გატაცებული და დეპორტირებული იყვნენ. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მათგან სახლში მხოლოდ 125-ის დაბრუნება მოხერხდა”,- თქვა გერასიმჩუკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები